ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
მასაჟი

პრობლემური ზონების შეფუთვა მასაჟთან ერთად

 

ეს პროცედურა გამოიყენება სხეულის  სხვა და სხვა კოსმეტიკური დეფექტების არსებობისას, ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა "გალიფე", წინსაფრისებური მუცელი, კიდურებზე კანის მოდუნება, ცელულიტი, აგრეთვე პრობლემური ზონების საკორექციოთ. პროცედურა არის ძალზედ ეფექტური და მისი საკორექციო ეფექტი განპირობებულია კუნთოვანი მეხსიერების გამომუშავებით. კუნთს ვაძლევთ სასურველ ფორმას, რაც შემდეგ ფიქსირდება სპეციალური ალგინატური ნიღბით. მეთოდიკა არის დაპატენტებული, სრულიად უსაფრთხო და სასარგებლო. პროცედურა ტარდება 2 ხელში (მუცელი, ზურგი) და 4 ხელში სინქრონულად სიმეტრიულად კიდურებზე.

რიგ შემთხვევებში, როცა კანი ძალზედ მოდუნებულია და არის სისხლძარღვოვანი პრობლემები, გამოიყენება ცხელი და ცივი  შეფუთვები.

 

პროცედურის ხანგრძლივობა - 1 საათი ფასი 69ლარი, როცა ტარდება 2 ხელში, ხოლო 4 ხელით მუშაობისას (2 სპეციალისტი ერთდროულად)-79 ლარი       

 

 

 

 

 

ე.წ „შეფუთვების" ძირითადი დანიშნულებაა იმ ნივთიერების შეწოვა კანში, რითაც ვფუთავთ მაქსიმუმ 20 წუთით. ამის შემდეგ იწყება ოფლის გამოსვლა, რაც დაუშვებელია, ვინაიდან უჯრედი კარგავს სითხეს და მასთან ერთად იკარგება  ის სასარგებლო ნივთიერებებიც, რითაც იფუთებით, და თქვენი „შეფუთვა“ აზრს კარგავს! მეტიც- უჯრედი, რომელიც სითხეს კარგავს, დუნდება და კარგავს სიმკვრივეს.  არ ენდოთ დაპირებებს, რომ შეფუთვის დროს თქვენ სანტიმეტრებს მოიკლებთ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუ ძლიერი ოფლდენა დაგეწყოთ, შესაძლებელია დროებით ოდნავ მოცულობაში მოიკლოთ არა ცხიმის, არამედ  დაკარგული სითსის ხარჯზე- რაც ძალიან გააუარესებს თქვენი ქსოვილების დაჭიმულობას.

  • ნატალია ბალიბინა
      მაშ ასე...თქვენ კიდევ ფიქრობთ, რომელ ქვეყანას ესტუმროთ ექსტრა-კლასის მასაჟის ან სხვა პროცედურის ჩასატარებლად? სასწრაფოდ დახურეთ რუკა! მე ვიცი, რაც უნდა გააკეთოთ- დაუყოვნებლივ ესტუმროთ "აურა პლუსს"!......  
  • ქეთი ფირანიშვილი
      შოკში ვარ... საოცრებაა, უბრალოდ ასეთი სიამოვნება არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ მასაჟის ცენტრში არ მიმიღია. უბრალოდ შოკში ვარ. უღრმესი მადლობა...