ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
მასაჟი

ანტიცელულიტური “მშრალი” მასაჟი

 

 

სრულდება მთელ სხეულზე, უმეტესად პრობლემური ზონების სპეციალუ რი მეთოდიკით დამუშავებით.ამ პროცედურის დროს სამასაჟეზეთი გამოიყენება  მინიმალური ოდენობით.  მასაჟის დროს გამოწვეული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და შემდგომი ლიმფოდრენაჟი იწვევს საგრძნობლად ცელულიტის შემცირებას და სხეულის კორექციას.  პროცედურას  ასრულებს ”მშრალი” მასაჟის გამოცდილი სპეციალისტი.

  

 „მშრალი “ მასაჟი ინტენსიურ მასაჟებს მიეკუთვნება. მასაჟისტის  ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ საკმაოდ ენერგიული მოძრაობებით (სხვაგავარად ეფექტი არ იქნება) არ დააზიანოს ქსოვილები და არ წამოქმნას  ჰემატომები, რაც აუარესებს ცელულიტის მდგომარეობას. ამოტომ მასაჟისტი  სრულად უნდა ფლობდეს ანტიცელულიტური მასაჟის ტექნიკას და გააჩნდეს დიდი გამოცდილება.

ჩვენი რჩევაა: როცა თქვენ აპირებთ ინტენსიური მასაჟების ჩატარებას, წინასწარ  აუცილებლად დარწმუნდით მასაჟისტის კვალიფიკაციასა და მის გამოცდილებაში. ნუ ანდობთ თქვენს სილამაზეს და ჯანმრთელობას გამოუცდელ და თვითნასწავლ „მასაჟისტებს“. რაც შეეხება არაინტენსიური და რელაქს-პროცედურებს, მათი  ჩატარება ნებისმიერ ცენტრში დასაშვებია.

პროცედურის ხანგრძლივობა-1 სთ

ფასი 69 ლარი

  • ნატალია ბალიბინა
      მაშ ასე...თქვენ კიდევ ფიქრობთ, რომელ ქვეყანას ესტუმროთ ექსტრა-კლასის მასაჟის ან სხვა პროცედურის ჩასატარებლად? სასწრაფოდ დახურეთ რუკა! მე ვიცი, რაც უნდა გააკეთოთ- დაუყოვნებლივ ესტუმროთ "აურა პლუსს"!......  
  • ქეთი ფირანიშვილი
      შოკში ვარ... საოცრებაა, უბრალოდ ასეთი სიამოვნება არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ მასაჟის ცენტრში არ მიმიღია. უბრალოდ შოკში ვარ. უღრმესი მადლობა...