ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
კითხვა/პასუხი
  • რამდენად ეფექტურია მოზარდებისათვის სიმაღლეში ზრდის პროგრამები?

    თუ ბავშვის ზრდის პროცესი არ არის დამთავრებული, ანუ არ არის დასრულებული გაძვალების პროცესი, ამ შემთხვევაში პროგრამის ჩატარება ძალზედ ეფექტურია. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია 2-3 სმ-ით სიმღლეში მატება ხერხემლის გასწორების ხარჯზე.


    ყველა შემთხვევაში ეს პროგრამა სასარგებლოა მოზარდის ჯანმრთელობისათვის ტანადობის გამოსწორების და სწორი განვითარების მიზნით. ჩვენი ცენტრის სპეციალისტები პირველადი უფასო კონსულტაციის დროს შეაფასებენ ბავშვის ხერხემლის მდგომარეობას, ზრდის ზონების არსებობას და შეარჩევენ შესაბამის პროგრამას.



    მშობლების საყურადღებოდ!
    ნუ დავკარგავთ დროს და დროზე მივხედოთ ჩვენი შვილების ხერხემალს!



    *გოგონებში ზრდის ზონების დახურვა იწყება 11-12 წლიდან და სრულდება 20 წლისათვის, ხოლო ბიჭებში 13-14 წლიდან-21 წლამდე. ეს პერიოდი ყველაზე ეფექტურია ბავშვის ტანდეგობის გამოსასწორებლად.

  • როდის გამოჩნდება მასაჟის ხილული ეფექტი?

    ანტიცელულიტურ და სხეულის კორექციის  ეფექტს მასაჟის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ 7-8 სეანსის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტის მიღწევა შესაძლებელია კურსის დამთავრებიდან 1-2 კვირის შემდეგ. 

  • შესაძლებელია თუ არა ცელულიტის სრულად განკურნება?

    ეს პრობლემა დღეს მთელს მსოფლიოში ბოლომდე გადაუჭრელია. თუ ცელულიტი არ არის ხანდაზმული და ფიბროზული, შესაძლებელია ცელულიტის 1 ხარისხით შემცირება სწორად ჩატარებული მასაჟებით. ჩვენს ცენტრში საუკეთესო შედეგებს ვაღწევთ ანტიცელულიტარული "მშრალი"მასაჟის, ფილინგ-მასაჟების, ვაკუუმ-მასაჟის და მეზოთერაპიით. ანტიცელულიტური მასაჟის კურსის დამთავრების შემდეგ, მეზოთერაპიის 2-3 სეანსის შემდეგ "ფორთოხლის კანი" საგრძნობლად შემცირებულია.

  • რომელი პროცედურა არის ყველაზე ეფექტური ცელულიტის სამკურნალოდ?

    ცელულიტი, ანუ ლიპოდისტროფია, წარმოადგენს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის არათანაბარ განლაგებას, რომელიც თავიდნ ვლინდება მხოლოდ ხელის მოჭერისას და ფორთოხლის ქერქის ეფექტს ქმნის (1სტადია), ხოლო უფრო შორსწასულ შემთხვევაში შემაერთებელქსოვილოვანი ტიხრები მკვრივდება, ცხიმოვანი ქსოვილი ამოიბურცება და თვალით ხილული ხდება (2-3 სტადია). ამგვარად, ცხადია, რომ რაც უფრო ადრეულ სტადიაზეა მკურნალობა დაწყებული, მით უკეთესია შედეგი.


    რეალურია ცელულიტის ერთი ხარისხით შემცირება და პროგრესის შეჩერება. ამისათვის წარმატებით გამოიყენება ისეთი პროცედურები, როგორიცაა პრესოთერაპია (პნევმომასაჟი), სხვა და სხვა სახის მასაჟები (ჰიდრომასაჟი, ”მშრალი”, ვაკუუმ მასაჟი, ფილინგ მასაჟები და ა.შ.).


    ხოლო, როცა საქმე გვაქვს მე-3 სტადიის ცელულიტთან, ზემოთჩამოთვლილ პროცედუებს ემატება მეზოთერაპია და დაპატენტებული მეთოდიკა -ე.წ. ”ხელით პლასტიკა” - ლიპოსკულპტურა, რომელიც წარმოადგენს ლიპოსაქციის ალტერნატივას.


    ჩვენს ცენტრს გააჩნია ცელულიტის მკურნალობისათვის სრული არსენალი, დიდი გამოცდილება და საუკეთესო შედეგები.

  • შეიძლება თუ არა ყოველდღე მასაჟის ჩატარება?

    მასაჟის ჩატარება ყოველდღე შეიძლება-თქვენ მუდამ ტონუსში იქნებით და იმუნიტეტი მუდამ ძლიერი გექნებათ!

     

    ამ შემთხვევაში სასურველია სხვა და სხვა   სახეობების მასაჟის შერჩევა.

     

    1. ანტიცელულიტური მასაჟის ჩატარება სასურველია კვირაში 3-ჯერ(15 პროცედურა)
    2. ფილინგ მასაჟების ჩატარება სასურველია კვირაში 1-ჯერ, რათა გასუფთავდეს კანი მკვდარი ეპიდერმისისგან.
    3. ხოლო, რაც შეეხება სამკურნალო მასაჟებს, მათ სიხშირეს განსაზღვრავს მხოლოდ ექიმი.
    4. რელაქს-მასაჟები შეგიძლიათ ჩაიტაროთ სურვილისამებრ.  

     

     გახსოვდეთ!  ანტიცელულიტური მასაჟი მიეკუთვნება ინტენსიურ პროცედურებს და მათი ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ძლიერ საფრთხილოა სახლისა და სალონის პირობებში თვითნასწავლ მასაჟისტებთან. წინასწარ აუცილებლად დარწმუნდით მასაჟისტის კვალიფიკაციაში და მოითხოვეთ შესაბამისობის სერტიფიკატი. 

  • რა სიხშირით არის სასურველი მასაჟის ჩატარება?

    თუ ადამიანს არ გააჩნია არავითარი უკუჩვენება მასაჟის ჩასატარებლად (სხეულის მაღალი ტემპერატურა, კანის მწვავე დაავადებები, ღია წრილობები და სხვა) ზოგადი მასაჟის ჩატარების არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ხოლო რაც შეეხება სპეციალურ მასაჟებს:


    ანტიცელულიტური მასაჟის ჩატარება სასურველია კვირაში 3-ჯერ, ვინაიდან ცვლილებები კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში მიმდინარეობს ნელა (15 პროცედურა)


    ფილინგ მასაჟების ჩატარება სასურველია კვირაში 1-ჯერ, რათა გასუფთავდეს კანი მკვდარი ეპიდერმისისგან.
    ხოლო, რაც შეეხება სამკურნალო მასაჟებს, მათ სიხშირეს განსაზღვრავს მხოლოდ ექიმი

  • არსებობს თუ არა რაიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება წონაში დასაკლებად?

    სადღეისოდ აპრობირებულია და აღიარებული რამოდენიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჭარბი წონის სამკურნალოდ. ესენია- ქსენიკალი ( ორლისტატი ) და მერიდია. ქსენიკალი ბოჭავს თქვენს საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების 30-50-% და გამოყავს შეუცვლელად. ეს პრეპარატი არ მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე, არ შეიწოვება სისხლში და მას არ გააჩნია არანაირი გვერდითი მოვლენები. იგი ფართოდ გამოიყენება აგრეთვე კარდიოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში და ყველა იმ შემთხვევაში, როცა დიდი ოდენობით ცხიმების შეწოვა არ არის მიზანშეწონილი. ენდოკრინოლოგიაში ქსენიკალი არის არჩევითი პრეპარატი მსუქნებში დიაბიტის პროფილაქტიკისათვის. მერიდია წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მადის დასათრგუნად იმ პაციენტებში, რომლის მასის ინდექსი 30>.


    გახსოვდეთ: როგორც ქსენიკალი, ასევე მერიდია ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ ყოველი მათი ჩვენებებისა და უკუჩვენებების გათვალისწინებით!ნებისმიერი სხვა პრეპარატები, რომლებიც მსგავსი თვისებებით რეკლამირდება, არ არის აპრობირებული და აღიარებული ოფიციალური მედიცინის მიერ, ამიტომ მათი გამოყენება საშიშია თქვენი ჯანმრთელობისათვის.

  • რომელი დიეტაა ყველაზე ეფექტური წონაში დასაკლებად?

    წონაში დასაკლებად საუკეთესოა დიეტა, რომელიც ინდივიდუალურად თქვენთვის არის შედგენილი დიეტოლოგის მიერ - თქვენი ჩვევების, დღის რეჟიმის და გემოვნების გათვალისწინებით - დიეტა იყოს უვნებელი თქენი ჯანმრთელობისათვის და არ იწვევდეს სტრესს.


    სწორია ის დიეტა, რომელიც წონაში დაგაკლებიებთ ცხიმის ხარჯზე, და არა - სითხის და კუნთოვანი მასის ხარჯზე.


    ჩაეწერეთ კონსულტაციაზე დიეტოლოგთან და თქვენ გაიგებთ, როგორ უნდა დაიკლოთ წონაში უვნებლად შიმშილის გარეშე და იოლად შეინარჩუნოთ მიღწეული შედეგები.

  • როგორ უნდა შევაფასოთ ჩვენი წონა?

    საკმარისია განისაზღვროს ჩვენი სხეულის  მასის ინდექსი (მი)


    მი = წონა (კგ) სიმაღლე (მ)2.


    თუ  მი = 19-25 - თქვენი სხეულის მასა  იდეალურია


    თუ  მი = 25-30 - თქვენ გაგაჩნიათ ჭარბი წონა, არსებობს გართულებების რისკი და სასურველია იფიქროთ მასის დაკლებაზე.


    თუ  მი = 30-40 - თქვენ დაავადებას ქვია  სიმსუქნე. არსებობს ჯანმრთელობის მაღალი რისკი. თქვენ უნდა მიაკითხოთ სპეციალისტს.


    თუ  მი > 40 - თქვენ გაქვთ  მკვეთრად  გამოხატული სიმსუქნე. ჯანმრთელობის რისკი ძალიან მაღალია-აუცილებლად მიაკითხეთ სპეციალისტს.