ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
შთაბეჭდილებები
  •  
    ირინა ყაჭეიშვილი

    მე რომ მცოდნოდა რომ ამდენ ხანს ვიცხოვრებდი, უფრო მეტად მოვუვლიდი ჩემს თავს“ - გულდაწყვეტით თქვა ცნობილმა გენეალოგმა ლეონ ელდრედმა...

    ... ამ აზრს ასე გავაგრძელებდი, იმისთვის რომ დიდხანს ვიყოთ გარე სამყაროსთან ჰარმონიაში, იმისთვის რომ მეტ კითხვაზე  გავცეთ პასუხი საკუთარ თავს - შევეცადოთ ხშირად ვიყოთ იქ სადაც შეეცდებიან დაგვასვენონ, მოგვიარონ, გაგვალამაზონ, ჩვენზე იზრუნონ, დაგვამშვიდონ და ჩვენი  სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ერთ ჰორიზონტზე დააყენონ... ჩემი საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილების შედეგად, ასეთად „აურა პლუს”-ს მოვიაზრებ.

    ჩემთვის ეს არის ადგილი, სადაც ვწყდები და შორს მივდივარ ყველა პრობლემისგან და რამდენიმე საათით სხვა კუნძულზე ვიმყოფები...ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი დღე აქ მოსვლით დაიწყოს, რომ დილიდან  ეს განწყობა გამყვეს. პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, სიკეთე, ღიმილი, მზრუნველობა, პუნქტუალურობა, ჰიგიენა - ეს ყველაფერი უკვე წლების მანძილზე დაგროვილი უშრეტი  ენერგიისა და ძალისხმევის შედეგია.

    რაღაც პერიოდით ხშირად მიწევდა ევროპაში მსგავსი პროცედურების ჩატარება და ძალიან მიხარია რომ პარალელის გავლების საშუალება მეძლევა „აურა პლუს“-ის  სასარგებლოდ.

    ამბობენ, ცივილიზაციის ერთ-ერთი ბოლო მიღწევაა  შეძლო თავისუფალი დროის ჭკვიანურად გამოყენება....აქ გატარებული ყოველი საათი ჩემთვის სწორად გამოყენებული თავისუფალი დრო აღმოჩნდა.

    დიდი მადლობა...