ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
შთაბეჭდილებები
  •  
    თაკო ნადირაძე

    რამდენიმე დღის წინ დავპოსტე ვინ მაჩუქებს აურა პლიუსის ვაუჩერსთქო და თვითონ აურა პლიუსიდან გამომეხმაურენ და 45%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით დამასაჩუქრეს 

    წავცუნცულდი და ავირჩიე ოთხი ხელის მასაჟი, ჯერ ყველა მიცინოდა და ვიფიქრე ხომ არ ვკვდებითქო, მერე მასაჟზე ჩავედი და ასე მეგონა შივა ეკიდა ფეხებით და ის მიკეთებდა მასაჟს 

    როგორ შეიძლება ორმა ადამიანმა ასე სინქრონულად გააკეთოს მასაჟი არ ვიცი ბოლომდე არ დუნდებიო, რა მომადუნებდა სანამ რამე სხვაობაში არ გამოვიჭერდი და ვერ გამოვიჭირე 

    ,,თავს როგორ გრძნობთო” ორჯერ მკითხეს, ორივეჯერ სხვადასხვა მხრიდან ერთი და იგივე ხმამ და ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე, ალბათ ორივეს ერთნაირი ხმა აქვს, აბა ადგილების შეცვლა როგორ გამომეპარათქო?

    როცა გადმოვტრიალდი და უკვე ყურების საშუალება მომეცა და ვიფიქრე, როგორ დავიჯერო თმა მაინც არ აქვთ გასასწორებელითქო:დდდდდდ აიი ამ დროს ორივემ ზუსტად ერთ დროულად გაისწორა თმა და აიი მანდ გამოვშტერდი

    მოკლედ, გამოვედი ხავერდოვანი და მბზინვარე, სასწაული ჩაიც დამალევინეს და გამომიშვეს გაფრთიანებული ????

    მომსახურეობით და გარემოთი აღტაცებულმა, საკურამიში ეპილაცია გავაუქმე და აქ ჩავეწერე, ოთხშაბათს ვაკეში კივილის ხმა თუ გაიგონეთ, არავის კლავენ, მე ვიქნები 

    ეპილაციაზეც მოგახსენებთ, თუ ეპილაციის დროს არავის დავუშავე რამე და ციხიდან არ მომიწია მემურების წერა