სადღეისოთ სწორად დამზადებული დიეტური და ჯანსაღი საკვები ძალზედ აქტუალურია არა მარტო მათთვის, ვინც ამჟამად დიეტაზეა, არამედ ყველასათვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.
ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაგვარჩინოს არსებულ ეკოლოგიურ გარემოში, არის სწორი კვება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევცვლით ჰაერს, რომლითაც ვსუნთაქვთ, ვერ ავიცილებთ სტრესებს, ვერ გავექცევით იმ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რაც ნებისმიერი დანადგარიდან და აპარატურიდან "გვბურღავს"... ერთადერთი რაზედაც ზემოქმედება ჯერ-ჯერობით შეგვიძლია, ეს არის საკვები. თუ ჩვენ კარგად გავერკვევით იმ საფრთხეში, რაც საკვები პროდუქტებიდან გვემუქრება, ჩვენ საგრძნობლად გავიხანგრძლივებთ სიცოცხლეს. ადამიანს გააჩნია უდიდესი თვითაღდგენის და გაწმენდის უნარი.საჭიროა მხოლოდ გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, რომლებიც ამას ხელს უწყობს.დიეტური და ჯანსაღი კვება, რომელიც "აურა პლუსში" მზადდება, არის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან, არ შეიცავს მავნე დანამატებს, როგორიცაა ტარნსცხიმები, ემულგატოტრები, საღებავები და მორგებულია ყველა მომხმარებელზე ინდივიდუალურად.მაგალითად, თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი ქოლესტერინი, საკვები მზადდება რაფსის ზეთზე, ოსტეოპოროზის შემთხვევაში-სეზამის ზეთზე, თუ გვსურს კიბოს თავიდან აცილება-გამოიყენება ყურძნის წიბწების ზეთი.ყოველდღე მენიუშია-ჟელე ნატურალური ხილით დამზადებული.ცნობილია, რომ ჟელატინი აუცილებელია მათთვის, ვისაც ძვალ-სახსროვანი პრობლემები აწუხებს და ძალზედ სასარგებლოა კანის, თმების და ფრჩხილების სიმკვრივის აღსადგენად. აგრეთვე ჟელატინი მიეკუთვნება იმ პროდუქტების ათეულს, რომლებიც სარწმუნოდ ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
"აურა პლუსი" გთვაზობთ მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცედურებს, საკვებს, გასცემს კომპეტენტურ პასუხს თქვენს მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვას და მოგცემთ ძალზედ სასარგებლო რჩევებს.