ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
სიახლეები


პრეზენტაციის დღის წესრიგშია:
1 ნაწილი:
ასოციაციის მისიის გაცნობა;
ასოციაციაში გაწევრიანების შესაძლებლობა და წევრობის პრივილეგიები;
ასოციაციის სამომავლო გეგმები;
მოსალოდნელი ცვლილებები მასაჟის სფეროში;
კითხვებზე პასუხები.
დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია.
2 ნაწილი:
საქართველოს წამყვანი მასაჟის სპეციალისტები პირველად ქ.ქუთაისში ჩაატარებენ მასტერ-კლასებს მასაჟის სხვადასხვა სახეობებში, რაც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ თქვენი სპეციალობის შესაძლებლობები ამოუწურავია და დამატებით სტიმულს მოგცემთ თქვენს პროფესიულ ზრდაში.
მასტერ-კლასები ჩატარდება მასაჟის შემდეგ სახეობებში:
ვაკუუმ-მასაჟი- ერთდროული სხეულის კორექცია, ანტიცელულიტური მოქმედება, მკურნალობა და რელაქსაცია. მასტერ-კლასს ჩაატარებს ექიმი-რეაბილიტოლოგი, თბილისის ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დირექტორი და საქართველოს პროფესიული მასაჟის ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან მერმანიშვილი
ოთხ ხელში სინქრონული ყავის ფილინგ-მასაჟი- უნიკალური პროცედურა, რომლის ჩასატარებლად თბილისში მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან და ეს პროცედურა სადღეისოდ აღიარებულია მასაჟის ხელოვნების ერთ-ერთ მწვერვალად. ატარებენ 4 ხელში მასაჟის გამოცდილი სპეციალისტები.
„მშრალი მასაჟი“ -ანტიცელულიტური და საკორექციო პროცედურა, რომელსაც ჩაატარებს მასაჟის ამ სახეობის ჩემპიონი დღესდღეისობით ეტალონად აღიარებული პროცედურის სახით.
ზოგად გამაჯანსაღებელი და იმუნომოდულაციური ჩინური ნემსთერაპიის პროცედურა, რომელსაც ჩაატარებს ამ დარგის პროფესიონალი ექიმი-რეფლექსთერაპევტი, საქართველოს აკუპუნქტურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ხათუნა ურუშაძე. ასევე განხილული იქნება წერტილოვანი თერაპიის შესაძლებლობები, ორგანიზმი, როგორც ერთიანი ენერგეტიკული სისტემა, და კვების რეჟიმი ენერგეტიკული პრინციპებიდან გამომდინარე.
თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი დაესწროთ პროცედურას, მოისმინოთ ახსნა და მიიღოთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე.
ყოველ მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება 50 ლარია.
გთხოვთ 11დეკემბრის 6 საათამდე გვაცნობოთ თქვენი სურვილი, თუ რომელ მასტერ-კლასზე დასწრებას ისურვებდით, ვინაიდან დროის დეფიციტის გამო შესაძლებელია, მასტერ-კლასები ჩატარდეს პარალელურ რეჟიმში.