ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
სიახლეები

როგორც ცნობილია, 2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარდა საქართველოში პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში GEORGIAFEST 2018, რომლის ორგანიზება საქართველოს პროფესიული მასაჟის ასოციაციამ ითავა მასაჟის ევრაზიის კავშირის ხელშეწყობით და მათი ზედამხედველობით.

ჩემპიონატი ჩატარდა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, რაც აგრეთვე ძალზედ ნიშანდობლივი იყო. მოწვეული იყვნენ საერთაშორისო მსაჯები 5 ქვეყნიდან. ჩემპიონატში საქართველოს გარდა კიდევ 3 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

საკმაოდ საინტერესო, ლამაზი და სიურპრიზებით სავსე სანახაობა გვაჩვენა ჩვენმა მონაწილეებმა. მასაჟის ხელოვნების ნამდვილი დღესასწაული შედგა. საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული პროცედურები იყო წარმოდგენილი, რამაც საკმაოდ გართულა გამარჯვებულების გამოვლინება - იმდენად მაღალი შეფასება მიიღო ბევრმა მონაწილემ და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა. ძალზედ მრავალფეროვანი შესრულება იყო წარმოდგენილი - პედიალური მასაჟიდან დაწყებული ცეცხლოვანი მასაჟით დასრულებული.

 

ავტორიტეტული ჟიურის აღფრთოვანება ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დაიმსახურა,რაც ძალზედ სასიხარულო იყო საქართველისთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელმაც პირველად ისტორიაში საერთაშორისო არენაზე გამოიტანა მასაჟის ხელოვნება.