ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი
 
 
მასაჟი

ვაკუუმ მასაჟი

 

ვაკუუმ - მასაჟი უძველესი მეთოდია. ითვალისწინებს რეფლექსოგენური ზონების დამუშავებას, როგორც რეზინის, ასევე შუშის ქილებით. ყველა მასაჟზე სწრაფად აღადგენს მიკროცირკულაციას, რაც არის პირველი ეტაპი ცელულიტთან და ჭარბ წონასთან ბრძოლაში. აგრეთვე, გააჩნია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ეფექტი და აძლიერებს ზოგად იმუნიტეტს. 


პროცედურის ხანგრძლივობა- 1 საათი.

 

ფასი - 120 ლარი

   ვ ა კ უ უ მ  - მასაჟის პირველი პროცედურის შემდეგ შესაძლებელია უმნიშვნელო ჰემატომების წარმოქმნა (თუ ცირკულაცია ძალზედ დარღვეულია). სწორად ჩატარებული პროცედურა არ არის მტკივნეული და არ  იწვევს ქსოვილის დაზიანებას. ტარდება შუშის  ან რეზინის ქილებით (ნატურალური მასალა).არ არის მიზანშეწონილი  პლასტმასის ქილებით მუშაობა, რაც ძლიერ დაზიანებებს იწვევს და  აუარესებს ცელულიტის მდგომარეობას. ამ შემთხვევაში ძლიერი მასაჟი არ ნიშნავს კარგს. პროცედურა ტარდება  ან ექიმის მიერ ან მისი უშუალო მეთვალყურეობით. ეს პროცედურა არის ძალზედ სასარგებლო,მაგრამ სპეციალისტის დიდ გამოცდილებას და უნარს მოითხოვს

აურა პლიუსში პროცედურას ატარებს უმაღლესი კატეგორიის ექიმი-რეფლექსოთერაპევტი ,საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან მერმანიშვილი 

  • ნატალია ბალიბინა
      მაშ ასე...თქვენ კიდევ ფიქრობთ, რომელ ქვეყანას ესტუმროთ ექსტრა-კლასის მასაჟის ან სხვა პროცედურის ჩასატარებლად? სასწრაფოდ დახურეთ რუკა! მე ვიცი, რაც უნდა გააკეთოთ- დაუყოვნებლივ ესტუმროთ "აურა პლუსს"!......  
  • ქეთი ფირანიშვილი
      შოკში ვარ... საოცრებაა, უბრალოდ ასეთი სიამოვნება არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ მასაჟის ცენტრში არ მიმიღია. უბრალოდ შოკში ვარ. უღრმესი მადლობა...