Эстетический реабилитационный центр
 
 
НОВОСТИ

მონაწილეებს აფასებდნენ მსოფლიოში ცნობილი მასაჟის სპეციალისტები : ანტონიო ჩერონე, როზა ანტიპოვა, ვლადიმირ გალაგუზა, ლარისა კაიბიროვა, სერგეი ხოლოდოვი, იანა იატსევსკაია და ბ-ნ ნიკოლოზ ავალიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს წარმოადგენდა.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შემდეგ "აურა პლიუსის" მასაჟისტებმა გაიმარჯვეს კიდეც სხვადასხვა ნომინაციებში 

მათ შორის, "აურა პლიუსში" შექმნილი და დახვეწილი, ყველასათვის ცნობილი "მასაჟი 4 ხელში", რომელიც ხელოვნების ნიმუში უფროა, თათია ნასყიდაშვილის და ნანა ქუფარაშვილის მიერ იყო წარმოდგენილი.
იდეალურად შესრულებულმა ტექნიკამ და საოცარმა სინქრონმა დაიმსახურა კიდეც უდავო მოწონება და ფავორიტის სტატუსიც მოიპოვა ჩემპიონატზე.

"აურა პლისუის" და ქ-ნ Rusiko Mermanishvili -ის სახელით, მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო გოგონებს წარმატებული ასპარეზობა და ვუსურვო, უფრო მეტი წინსვლა პროფესიულ სარბიელზე 

ნინო ზალიკაშვილი - სამკურნალო სპეციალური მასაჟი, თათია ნასყიდაშვილი და ნანაქუფარაშვილი,- კლასიკური და მასაჟი 4 ხელში, თინა ლეჟავა  - ლიმფის მანუალური დრენაჟი, ნაზი ბორაშვილი - ანტიცელულიტური "მშრალი" მასაჟი.

ასეთი, მაღალკვალიფიციური და სანდო კადრი ხვდება თითოეულ სტუმარს ჩვენთან, "აურა პლიუსში" ! 

მივულოცოთ ყველა გამარჯვებულს წარმატება და ვუსურვოთ კიდევ მრავალი გამარჯვება და წინსვლა თავიანთ პროფესიონალურ ასპარეზზე.

გამარჯვებულები ოქტომბრის ბოლოს მიემგზავრებიან მსოფლიო ჩემოპიონატზე იტალიის ქალაქ პესტუმში, სადაც 18 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად დაიცავენ საქართველოს ღირსებას