ესთეტიკურ მედიცინაში მეზოთერაპია სადღეისოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თვალსაჩინო მეთოდად. ეფექტი სრაფად მიღწევადია, გვერდითი მოვლენები - მინიმალური და შედეგი საუკეთესო.
„აურა პლუსი“-ში თქვენ ჩაგიტარდებათ მეზოთერაპიის ნებისმიერი სახეობა ყველაზე უვნებელი და საუკეთესო შედეგების მქონე კოქტეილების გამოყენებით.
პროცედურა ტარდება ასეპტიკის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით!
მეზოთერაპიის კოქტეილები და მეთოდები ირჩევა ინდივიდუალურად იმ ეფექტების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც გვსურს.
რაეფექტსველოდებით?
სახისკანისგამოკვება - ტარდება მკვებავი კოქტეილებით, რომლებიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ეს პროცედურა ბევრად ეფექტურია გამოკვების მიზნით, ვიდრე, მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში იაფფასიანი საცხების ხმარება, რომლებიც არ აღწევენ სიღრმეში. მეზოთერაპიის ყველაზე იაფი, მაგრამ ძალზედ ეფექტური მეთოდია.ნტენსივობა -საკმარისია თვეში ერთჯერ
გამაახალგაზრდავებელიდალიფტინგ - ეფექტი - ტარდება ჰილურონის მჟავის სხვა და სხვა კონცენტრაციის მჟავის შემცველი კოქტეილებით. ჰილურონის მჟავას ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს 25 წლამდე, შემდეგ მიდის კანის დაბერება. ამ პროცესს აჩერებს მეზოთერაპია ჰიალურონის მჟავით, რომელიც 6 თვის განმავლობაში აკავებს მილიონობით წყლის მოლეკულას თავის ირგვლივ და საუცხოო ლიფტინგის ეფექტს ქმნის. რაც უფრო მაღალია კოქტეილში ჰიალურონის მჟავის კონცენტრაცია, მით ხანგრძლივია ლიფტინგ-ეფექტი. ყველაზე მყარი და ხანგძლივი ეფექტი მიიღწევა ე.წ. ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩტარებისას. 1 წლის განმავლობაში ჩაიტარეთ სულ რამოდენიმე ბიორევიტალიზაციის პროცედურა, და თქვენი სახის კანის უჯრედები მუდამ ახალგაზრდა და გადაჭიმულია.
სამკურნალომეზოთერაპია - წარმატებით გამოიყენება აკნეს, სებორეის, თმის ცვენის, პიგმენტური ლაქების, როზაცეის, ტელეანგიოექტაზიების სამკურნალოდ. მიკროინექციები გზით მედიკამენტების შეყვანა უშუალოდ დაზიანების უბნებში სწრაფ ეფექტს გავძლევს და ნაკლებია გვერდითი მოვლენები.
სახის ოვალისმოდელირება, ზედაპირული და ღრმა ნაოჭების ამოვსება "აურა პლუს"-ში ტარდება ყველაზე ბუნებრივი და მყარი შედეგის მქონე წამყვანი ბრენდების გამოყენებით.
მეზოთერაპია ტანზე - ტარდება 3 ეტაპად:
ა) ცხიმის დაშლა - საუკეთესო შედეგი აქვს, როცა სასურველი წონა უკვე მიღწეულია და მეტად გვსურს ფორმების კორექცია. ტარდება 2 მეთოდის მონაცვლეობით - უშუალოდ ცხიმის დაშლა და უახლესი მეზოდისოლუციის მეთოდი, რომელიც ფრანგ მეზოთერაპევტებმა შემოგვთავაზეს.
NEW!!! ბ) ცელულიტის საგრძნობლად შემცირება - ეს მეთოდიც სრულებით ახალია. ადრე ცელულიტთან შებრძოლება მეზოთერაპიასაც ვერ შეეძლო. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით პირველივე პროცედურის შემდეგ ეფექტი თვალნათლია.
გ) ლიფტინგი - როცა უკვე სასურველი ფორმები მიღწეულია, ცელულიტი შეუმჩნევია, გვესაჭიროება კანის აჭიმვა, რასაც საუკეთესოდ ვაღწევთ ჰიალურონის მჟავის შემცველი კოქტეილების გამოყენებით
-
ნინო ჩიხლაძე
....აქ იგრძნობა ის სითბო და სიყვარული, სადაც შსაძლებელია საკუთარი პრობლემების დავიწყება და სხვა გადმოსახედიდან დანახვაც კი. აქ არ ხდება მხოლოდ ვიზუალური გარეგნობის შეცვლა, თქვენი სითბო სულიერების შეცვ...
-
თქვენი გოგოლა
დიდი მადლობა ფორმაში რომ მომიყვანეთ-მხეცები ხართ, პროფესიონალები. სახლივით შევეჩვიე აქაურობას -თქვენი ოჯახის წევრი ვარ.ვგიჯდები ყველაზე!...