ძვირფასო კოლეგებო!
ყველას, ვისაც სურს ასოციაციაში გაწევრიანება, რაც თქვენსა და თქვენი დაწესებულების სტატუსს საგრძნობლად გაზრდის, ასევე დაგეხმარებათ რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, გთხოვთ ბოლომდე ყურადღებით წაიკითხოთ წერილი.
მოგესალმებით ავტორთა ჯგუფი, რომლებიც ვმუშაობთ
მასაჟისტის პროფესიულ სტანდარტზე სახელმწიფო პროგრამის ჩარჩოში.
ასოციაციის სამომავლო ტენდენციები :
• ფართო საზოგადოების დაინტერესება მასაჟით;
• პროფესიასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
• ახალგაზრდების მიერ მასაჟის პროფესიით დაინტერესების გაზრდა;
• მასაჟის შემსწავლელი სკოლების ჩამოყალიბება, სადაც სწავლება წარიმართება ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით, რათა სერტიფიცირებული პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს ევროპის ქვეყნებში;
• საკვალიფიკაციო საატესტაციო გამოცდის ორგანიზება და ლიცენზია-ატესტაციის პროცესის სრულყოფისათვის ხელშეწყობა;
• სემინარების და ტრენინგების ჩატარება პრაქტიკოსი მასაჟისტებისათვის;
• დასაქმების შესაძლებლობების მრავალფეროვნების გაზრდა;
• რეგულაციების გაზრდის პოტენციური შესაძლებლობები;
• მოწვეული და ადგილობრივი საუკეთესო სპეციალისტების მიერ მასტერ-კლასების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით, შეჯიბრებების ჩატარება მასაჟის სხვადასხვა სახეობებში სხვადასხვა სამასაჟე ცენტრების სპეციალისტებს შორის (მათ შორის რეგიონებიდანაც) და მათი დაჯილდოება. აგრეთვე იმ პროფესიული სასწავლებლების დაჯილდოება, რომლის აღსაზრდელებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები. მსგავსი ღონისძიებები საგრძნობლად აამაღლებს მასაჟისტისა და სასწავლო დაწესებულების პრესტიჟს;
• სისტემატიურად სიახლეების მიწოდება მასაჟის სფეროში;
ამრიგად, საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის (სპმა) წევრობა უამრავ პრივილეგიებს განიჭებთ:
-ასოციაციაში გაწერვიანებული მასაჟისტების დასაქმების პრივილეგია და პერსპექტივა;
- პროფესიული იმიჯის ამაღლება,
- პროფესიული ცოდნის სისტემატიური გაღრმავება,
- სისტემატიური ინფორმირება და მონაწილეობა სხვადასხვა საგანმანათებლო ღონისძიებებში,
- სემინარებზე და ტრენინგებზე საგრძნობი ფასდაკლება,
- შეჯიბრებებში მონაწილეობა,
- მასაჟისტთა სტატუსის და საქმიანობის იურიდიული დაცვის ხელშეწყობა,
- პროფესიონალური სამასაჟე მომსახურება და მრავალი სხვა.
ვინ შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი:
1. პროფესიონალი მასაჟისტები;
2. სასწავლო დაწესებულებები, სადაც შეისწავლება მასაჟი;
3. სტუდენტები;
4. მასაჟით დაინტერესებული ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია.
როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს ხელშეწყობით, საქართველოში დაიწყო და მიმდინაროებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებისა და რეფორმის პროცესი და პროფესიათა რეგულირების უზრუნველყოფა.
შევხვდეთ მზად მოსალოდნელ ცვლილებებს
„საქართველოს პროფესიული მასაჟის ასოციაცია“-სთან ერთად!
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი სურვილები, რათა ჩვენი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი და ეფექტური იყოს.
* ასოციაციის წევრობის მსურველებს გთხოვთ შეგვეხმიანოთ gpma2014@gmail.com, და თქვენ გამოგეგზავნებათ შესავსებად სარეგისტრაციო ფორმა და მოხვდებით ასოციაციის წევრობის კანდიდატთა ბაზაში.
პატივისცემით,
ნიკოლოზ ავალიანი-სასწავლებლის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი, სამედიცინო მასაჟის სკოლა “ავანი”-ს დირექტორი.
ხათუნა ურუშაძე -აკუპუნქტურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი
რუსუდან მერმანიშვილი - ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრი „აურა პლუსის“ ხელმძღვანელი
ლია ავალიანი - სამედიცინო მასაჟის სკოლა “ავანი”-ს, უფროსი მასწავლებელი.
გისურვებთ წარმატებებს!