აპარატული მეთოდი, რომელიც მიჩნეულია ყველაზე ეფექტურად ლიმფოსტაზის და სხვა და სხვა სახის შეშუპების შესამცირებლად. შეუცვლელია ჭარბი წონის და ცელულიტის სამკურნალოდ, ვინაიდან პრესოთერაპია ხსნის ცელულიტის გამომწვევ ძირითად მიზეზს - კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილის ჰიპოქსიას. თქვენ თავისუფლდებით ზედმეტი სითხისაგან და ტოქსინებისაგან არა მარტო ქსოვილებიდან, არამედ უჯრედშუა სივრციდან, რაც გვიადვილებს სწრაფად და ჯანსაღად წონის დაკლებას და პრობლემური ზონების კორექციას. მეტიც- პროცედურა არის ძალზედ სასიამოვნო, მას გააჩნია საკმაო რელაქს-ეფექტი, და პირველივე პროცედურის შემდეგ თქვენ გრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს და ფორმების ცვლილებებს.
კურსი-10-15 პროცედურა (სამკურნალო კურსი), 1-2 პროცედურა მგზავრობისაგან გამოწვეული ფეხების შეშუპებისას ან პრედმენსტრუალურ პერიოდში სითხის შეკავების შემთხვევაში. და მინიმუმ 3 პროცედურა წონის კლების და კორექციის პროგრამაში.
პროცედურის ხანგრძლივობა-30-40 წთ ფასი-30 ლარი